თბილისის ფილიალი ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა

სასწავლო უნივერსიტეტი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რ-იც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქმედებს როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ფილიალი, სა­ქარ­თვე­ლოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამერ. ჰუმანიტარული უნ-ტის (სათავო უნ-ტი) მიერ გამოცემული აქტებით – მისთვის მინიჭებული ამერ. და ­ქართ. აკრედიტაციის შესაბამისად.

უნ-ტში ხორციელდება უმაღლესი აკად. განათლების ორი საფეხურის საგანმან. პროგრამა – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.

უნ-ტის საგანმან. პროგრამები აკრედიტებულია ლიბერალური განათლების ამერიკული აკადემიის (AALE – American Academy of Liberal Education) მიერ და ლიცენზირებულია სა­ქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ. უნ-ტში არის შემდეგი უმაღლესი აკად. საგანმან. პროგრამები: ბიზნესისა და მართვის ფაკ-ტი: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (I საფეხური, ბაკალავრიატი), საერთაშ. მენეჯმენტი (II საფეხური, მაგისტრატურა); სოც. მეცნიერებათა ფაკ-ტი: საერთაშ. ურთიერთობები (I საფეხური, ბაკალავრიატი).

უნ-ტს აქვს ბ-კა, რ-იც ემსახურება უნ-ტის სტუდენტებს და პერსონალს თავისი თანამედროვე წიგნადი ფონდით, ასევე ელექტრონული და ციფრული რესურსებით.