თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები

თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები, უმაღლესი სასწავლებელი რევოლუციამდელ სა­ქარ­თველო­ში. გაიხსნა 1909 თბილისში ქალთა ერთი ჯგუფის კერძო ინიციატივით. კურსებს ჰქონდა 2 განყ-ბა: ისტ.-ფილოლ. და საბუნებისმეტყველო; სწავლების ვადა 3 წელი იყო. 1912 განყოფილებები ფაკულტეტებად გადაკეთდა, სწავლების ხანგრძლივობა 1 წლით გაიზარდა. 1916 ჩამოყალიბდა სამედ. ფაკ-ტი. ისწავლებოდა 10 ენა (მ. შ. არ იყო ქარ­თუ­ლი, სომხ. და აზერბ. ენები), ძვ. ქართ. ლიტ-რა ფაკულტატიური საგანი იყო. თ.ქ.უ.კ-ზე ყოველწლიურად 100-მდე მსმენელს იღებდნენ, სწავლების კურსს ამთავრებდა მხოლოდ 10–15 მოსწავლე. მსმენელთა დაბალი აკად. წარმატების მიზეზი იყო სასწ.-აღმზრდელობითი მუშაობისა და საყოფაცხოვრებო პირობების მოუწესრიგებლობა.