„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“, (შპს), მრავალპროფილური კლინიკა, შეიქმნა 2012 რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. კლინ. სტრუქტურაშია: მიმღები და გადაუდებელი დახმარების განყ-ბა (ემერჯენსი), ამბულატორია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პლასტ. ქირურგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია.
კლინიკა წარმოადგენს თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების ინ-ტის ბაზას (სარეზიდენტო პროგრამა), ასევე „საქართველოს უნივერსიტეტის" და პროფესიული კოლეჯი „პანაცეას" ბაზას.