„თბილისური“, ვაზის ჰიბრიდული ჯიში. მიღებულია „ალექსანდრიული მუსკატისა" და „რქაწითელის" შეჯვარებით. აქვს გარეგნულად ლამაზი, დიდი მტევანი და მოყვითალო-მომწვანო, ჭარბრბილობიანი, ოვალური მარცვალი. ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანი (200 ც/ჰა-ზე), შენახვისუნარიანი და ტრანსპორტაბელურია. შაქრიანობა 19,5 – 21%-ია, მჟავიანობა – 5,4–5,7 გ/დმ³. მწიფდება ოქტომბერში. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოს მევენახეობის რ-ნებში. ჯიში გამოიყვანეს ა. ქანთარიამ და ნ. ჩახნაშვილმა.
ქ. გეგეშიძე