„თბილქიმფარმი“

„თბილქიმფარმი“ (სააქციო საზოგადოება), სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია კავკასიაში. 1934 დაარსდა თბილ. ქიმ.-ფარმაცევტული ქ-ნა, რ-ის ბაზაზე 1981 შეიქმნა საწარმოო გაერთიანება „საქქიმფარმპრეპარატები”. მასში გაერთიანდა თბილ. ქიმ.-ფარმაცევტული (სათავო საწარმო) და ბათუმის კოფეინის ქ-ნები, ქობულეთისა და შუა ხორგის სამკურნ. მცენარეების საბჭოთა მეურნეობები. 1986, ახმეტის ბიოქიმიური ქ-ნის მიერთების შემდეგ, მას დაერქვა საწარმოო გაერთიანება „საქბიოფარმპრეპარატები”. 1994 გაერთიანება დაიშალა და თბილ. ქიმ.-ფარმაცევტული ქ-ნის ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „თ.” საწარმო პრივატიზებულია და მთლიანად შრომითი კოლექტივის საკუთრებაა. „თ-ის” პრიორიტეტული მიმართულებაა ადგი­ლობრივი, ეკოლოგიურად სუფ­თა სამკურნ. მცენარეებსა და სხვა სა­ხის ნედლეულზე დამზადებული ნატურალური სამკურნ. საშუალებების წარმოება. იგი უშვებს 60-მდე დასახელების სხვა­დასხვა დანიშნულების სატაბლეტო, საინიექციო და გალენურ პრეპარატებს (ვიტამინები, გამხსნელები, ფსი­ქოტროპული, კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა ­დაავადებების სამკურნ. საშუალებები, მალამოები და სხვ.). წარმოებისათვის ­ძირითადად გამოიყენება ადგილობრივი ნედლეული, ნაწილი კი შემოდის გერმანიიდან, შვეიცარიიდან, კვიპროსიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან. ფარმაცევტული პროდუქცია კონკურენტუნარიანია და იგზავნება საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. საერთაშ. ბაზარზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ სამკურნ. მცენარეებზე (ვალერიანის ფესვები, შავბალახა, პიტნა) დამზადებულ ორიგინ. სედაციურ (სედატონი, ნიუსედი), ბიომასტიმულირებელ, ანთების საწინააღმდეგო (ალოეს მშრალი ექსტრაქტი, ალოეს საინიექციო ხსნარი ამპულებში) პრეპარატებზე. ქ-ნას აქვს მძლავრი ტექ. ბაზა, სამეცნ.-კვლ. ლა­ბორატორია (მუშაობს სა­ქარ­თვე­ლო­ში არსებული სამკურნ. მცენარეების ექსტრაქციის გზით ახ., ორიგინ. სამკურნ. პრეპარატების მიღების ტექნოლოგიათა დამუშავებასა და წარმოებაში დანერგვაზე), მარკეტინგული სამსახური და ფართო სადისტრიბუციო ქსელი. საწარმოს მჭიდრო კავშირი აქვს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ფარმაცევტულ კომპანიასთან. 1996–97 ფრანგი და გერმ. ექსპერტების ხელმძღვანელობით განხორციელდა საწარმოს რესტრუქტურიზაცია, რ-ის საფუძველზეც მოხდა მისი ტექ. გადაიარაღება. კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისა და კარგი მენეჯმენტისათვის დაჯილდოვდა „ოქროს ვარსკვლავით” და ხარისხის სერტიფიკატით (2004, მადრიდი), „ოქროს პრიზით” (2004, ნიუ-იორკი), „პლატინის ვარს­კვლავით” და სერტიფიკატით (2004, პარიზი).