თეატრი ათონელზე, კერძო თეატრი. გაიხსნა 2005 თბილისში, ათონელის ქუჩაზე (№ 31 სახლში). აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. თეატრის გახსნის ინიციატორი იყო ბიზნესმენი რ. სალუქვაძე. თეატრს არ ჰყავს მსახიობთა მუდმივი დასი. სპექტაკლებს დგამენ მოწვეული რეჟისორები მოწვეულ მსახიობებთან ერთად. თეატრის დირექტორია შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი ნ. ფაჩუაშვილი. პირველ სპექტაკლად თეატრმა მაყურებელს უჩვენა გ. კაპანაძის „მოჩვენებანი თეატრში” (მსახიობები ნ. ფაჩუაშვილი, მ. ჯანაშია, ქ. ჩხეიძე). სხვა დადგმებია: „უჩვეულო რეპეტიცია” (ლ. როსებას „პრემიერის” მიხედვით, რეჟ. გ. თოდაძე; მსახიობები – მ. ბიბილეიშვილი, ქ. კიკნაძე, მ. ჯოჯუა და სხვ.), ს. მროჟეკის „ემიგრანტები” (რეჟ. ი. აფაქიძე; მსახიობები – გ. პიპინაშვილი, ზ. ყიფშიძე), ს. შეპარდის „დამარხული ბავშვი” (რეჟ. გ. ქაჩიბაია; მსახიობები – გ. ლეჟავა, ნ. ლეჟავა, გ. ლომიძე და სხვ.). ი. სამსონაძის „სიყვარული კვარცხლბეკზე ანუ აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა” (რეჟ. ა. ენუქიძე, მხატვარი ა. ჭელიძე; მსახიობები – ნ. კასრაძე, მ. ქვრივიშვილი, ნ. ხუსკივაძე, გ. სვანიძე და სხვ.), მიუზიკლი „შოუ, რომელიც ერთ დროს დაიწყო” (პროექტის ავტორი რეჟ. ხ. მილორავა, დამდგმელი ბალეტმაისტერი და სცენარის ავტორი გ. ფოცხიშვილი, მსახიობები – კ. აბუაშვილი, ი. ჩანტლაძე, მ. კიკნაძე, გ. და დ. ფოცხიშვილები). ს. კაკულიას „სახურავი” (რეჟ. ნ. ხუსკივაძე, მონაწილეობდნენ „რეალითი შოუს” დასელები), ლ. თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია” (რეჟ. თ. ავალიშვილი), „ძველებური ვოდევილი” (ვ. ნიკოლაძის პიესის „როცა იხსნება ფარდა” მიხედვით, მსახიობები – თ. მაღრაძე, გ. აფციაური, გ. მაისურაძე და სხვ.), ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო” (რეჟ. ქ. დოლიძე, მსახიობები – ნ. ფაჩუაშვილი, რ. იოსელიანი, ნ. რუხაძე და სხვ.).