„თეატრი და ცხოვრება“

„თეატრი და ცხოვრება“, ქართუ­ლი ყოველკვირეული თეატრალურ-ლიტერატურული ჟურნა­ლი. გამოდიოდა 1910, 1914–20, 1923–26 თბილისში. მისი დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი იყო ი. იმედა­შვი­ლი. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ შ. დადიანი, ი. გომართელი, ს. ხუნდაძე. კ. ყიფიანი, ი. ვართაგავა, კ. მესხი, ს. სუმბათაშვილ-იუჟინი, ი. გრიშა­­შვი­ლი, ვ. კოტეტი­შვი­ლი, ს. ახმეტელი და სხვ. იბეჭდებოდა პიესები, სტატიები თეატრის ისტ. და თეორიის საკითხებზე, მსახიობთა აღზრდაზე, რეჟისორის ოსტატობაზე, მსახიობისა და მაყურებლის ურთიერთობაზე; რეცენზიები სპექტაკლებზე, აგრეთვე ლიტ. და იუმორისტული ხასიათის წერილები და კარიკატურები.

თ. ქვარიანი