თეატრონი

თეატრონი, თეატრის ცნების აღმნიშვნელი სიტყვა ძველ ქართულში. საბერძნეთიდან შემოსული ეს ტერმინი იხმარებოდა ქართ. „სახილველის” პარალელურად. თ-იდან ნაწარმოები იყო ტერმინები: „სათეატრონე” (სცენა), „მეთეატრონეობა” (თეატრ. შემოქმედება, საქმიანობა), „თეატრონის მოყვარული”. შუა საუკუნეების ტერმინმა ახ. მნიშვნელობა შეიძინა: საბას განმარტებით, თ. იყო ადგილი, სადაც „სტანჯვი­დიან წმიდათა მოწამეთა ყოველთა დასანახველად”.