„თებრონე მიდის წყალზედა“

„თებრონე მიდის წყალზედა“, ქარ­თუ­ლი (ქართლ-კახური) კუპლეტური, სოლისტისა და გუნდის მონაცვლეობაზე აგებული ლირიკულ-სატრფიალო ხალხ. სამხმიანი სიმღერა. აქვს უცვლელი ტექსტი. ასახავს ახალგაზრდა ქალისა და ვაჟის ურთიერთობას ქალისათვის ,,დრამატულ" („თებრონემ კოკა გატეხა, ცრემლი მოადგა თვალზედა") ვითარებაში. არსებობს ვარაუდი, რომ ადრე ეს სიმღერა შრომის პროცესთან (წყლის ზიდვასთან) იყო დაკავშირებული.

ლიტ.: ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე  გრ., ქარ­თუ­ლი ხალხური სიმღერა, ტ.1, თბ., 1960.

კ. ჭოხონელიძე