თეგი

 თეგი, რკინის საჭრისი, ტარდაგებული ხელსაწყო-იარაღი, რ-საც პირი დაფოლადებული ან ნაწრთობი ჰქონდა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელოსნები იყენებდნენ სატვიფრად, საქლეშად, ვარაყის ბუდის ამოსაჭრელად და სხვ. თ-ით ღარავდნენ სატევრისა და ხმლის პირებს. დანიშნულების მიხედვით, თ-ს სხვა­და­სხვა მოყვანილობის პირი ჰქონდა: წვერიანი, ბრტყე­ლი, ბლაგვი, ღარული, ცალფრთიანი, სამნეკნიანი და სხვ. თ. ერქვა აგრეთვე დამღის საბეჭდავებს, ზოგან კი – ფიჩხის მახვილად წაკაფულ ძირებს.

გ. ჯალაბაძე