თედორობა, ქრისტიანი წმინდანის თედორეს (თევდორეს) სახელობის დღე. მოდის დიდმარხვის პირველი კვირის შაბათზე. წმ. თედორე წარმართული აგრ. ღვთაების მემკვიდრეა. თ. საქართველოსა და ბალკანეთში შემონახულია, როგორც მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისადმი, კერძოდ, ცხენისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო დღეობა. მას გადმონაშთის სახით შემორჩა თავდაპირველი, აგრ. ხასიათის მანიშნებელი უძველესი წარმართული წეს-ჩვეულებანი (რიტუალური ხვნა-თესვა, ლოცვა მოსავლის ბარაქიანობისათვის კერასთან, საცეხველთან და სხვ.).
ლიტ.: Брегадзе Н. А., К вопросу о характере одного из грузинских народных календарных праздников („Тедороба“), «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1970, ტ. 15.
ნ. ბრეგაძე