თევდორეს სამლოცველო

თევდორეს სამლოცველო, შუა საუკუნეთა ქარ­თუ­ლი ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში ბაიებიდან სოფ. ანდრიაწმინდაში მიმავალი გზის მარჯვნივ, ნამოსახლარ ღრომას მახლობლად. ერთნავიანი პატარა ნაგებობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით, გადახურულია კამარით, რ-საც ქვის ფილების საბურავი ფარავს. ინტერესს იწვევს საბურავის კეხის მორთულობა. აღმ-ით, კეხზე, ქვით გამოქანდაკებული ცხვრის თავია, რ-იც მთელ ფასადს აგვირგვინებს, ხოლო დას-ით, სათანადო ადგილას – ეკლესიის მცირე მოდელი. ასეთი სამკაულები სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელებულია. წმ. თევდორეს ცხვარი ერთი საუკეთესოთაგანია ამგვარ სამკაულთა შორის.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970.