თეზამი, მდინარე აღმ. საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, არაგვის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 28 კმ. სათავეს იღებს საგურამო-იალნოს ქედის ჩრდ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა წლის დანარჩენ დროს. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 1,25 მ³/წმ. დეკემბრიდან თებერვალ-მარტამდე აქვს ყინულნაპირისი. თ-ს იყენებენ სარწყავად.
ი. აფხაზავა