დავითისმთა

დავითისმთა, მთა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სათოვლის ქედზე (თრიალეთის ქედის ჩრდ.-აღმ. განშტოება), მდ. სათოვლეხევის (ხეკორძულის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 1463 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალი მობრტყელებულია, ჩრდ. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი.

შემოსილია მდელოს ბალახეულით.

დ. უკლება