დავითის ციხე, სასაზღვრო ციხე მის ჩრდილო მონაკვეთზე, ხევში (ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი).
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, ეს ციხე აგებული უნდა იყოს დავით აღმაშენებლის მიერ და მდებარეობდა სოფ. გველეთის ჩრდ-ით მდ. ქისტის წყლის (ქისტურის, ახლანდ. ხდისწყლის) ნაპირზე, დარიალის კარის სამხრეთით.
XIX ს. II ნახევარში დ. ც-ის მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი.
ზ. ცინცაძე