თარჩია

თარჩია, ძველებური ქარ­თუ­ლი ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განისაზღვრება თამაშისთვის განკუთვნილი დრო. თავდაპირველად იწვევენ თამაშში მონაწილეობის მსურველებს, შემდეგ თამაშის ოთხივე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს. მსაჯი, თავის მხრივ, ერთერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თ. ჰქვია), შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100 მ და მის ნიშანზე იწყებენ თამაშს. თამაშის მიზანია დაეწიონ თ-ს, რ-იც ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, ცხადდება გამარჯვებულად და იმავე მანდილით ჯილდოვდება. თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა და მანდილს წაართმევს, თამაში ჩერდება, მონაწილეები მანდილის ახალ პატრონს 50 მ-ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თ. ­კვლავ გრძელდება. იხ., აგრეთვე ცხენოსნური თამაში.