თაროკლდის (რაჭველების) მღვიმე

თაროკლდის (რაჭველების) მღვიმე, კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზოდის მიდამოებში, ზ. დ. 485 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზე­დაცარცულ კირქვებში. მღვიმეში შესასვლელი (სიმაღლე 10 მ, სიგანე 14 მ) მდ. ჯრუჭულის (ყვირილის ­მარჯვ. შენაკადი) ­მარჯვ. ფერდობზეა, მდინარის კალაპოტიდან 70 მ სიმაღლეზე. თ. (რ.) მ. სუბჰორიზონტული ციკლგავლილი, დერეფნული ტიპის სიღრუეა (ჯამური სიგრძე 810 მ, ფსკერის ფართ. 2700 მ², საერთო მოცულობა 7400 მ³). ქიმ. ნალექებიდან გვხვდება მცირე ზომის სტალაქტიტ-სტალაგმიტები, კალციტის მოფარდაგებანი.

მიკვლეულია ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვანი ეხი. 1917 აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეური ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ფრაგმენტი.

მასალა დაცულია სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. მუზეუმში.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წ ი ქ ა რ ი ­­ შ ვ ი ­ლ ი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; З а м я т и н С. Н., Новые данные по палеолиту Закавказья, «Советская этнография», 1935, №2; მ ი ს ი ვ ე, Палеолит Западного Закавказья, I. Палеолитические пещеры Имеретии, «Сборник Музея антропологии и этнографии», т. 17, М.–Л., 1957.

დ. თუშაბრამიშვილი