თახჩა

თახჩა სახლის შიდა კედელში დატანებული პატარა ნიში ან კარადა (უკარო და თაროებიანი) ჭურჭლის, სურსათისა და საოჯახო ნივთების შესანახად. ხალხური წარმოდგენით, თ. საცხოვრებლის წმინდა ადგილი იყო, რის გამოც იგი სახლის ­მარჯვ. მხა­რეს კეთდებოდა. გარკვეულ დღეებში (მაგ., ყველიერის შაბათს, რ-საც ქსნის ხეობაში „ანგელოზის დღე" ერქვა) ოჯახის უფროსი მამაკაცი სანთელს აანთებდა, თ-ში წინა დღით შენახულ ფურცლოვან ქადას დაჭრიდა და ოჯახის მამაკაცებს ჩამოურიგებდა.

ლიტ.: ბ ე დ უ კ ი ძ ე  ლ., ქსნური ხის ავეჯი, კრ.: მასალები ქსნის ხეობის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბ., 1975; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 1 – მშენებლობის ხელოვნება ძველ სა­ქარ­თვე­ლოში, თბ., 1946.

ლ. ბედუკიძე