თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა ბაგრატიონი 1882

თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა "ბაგრატიონი 1882"
|

თბილისის ცქრიალა ღვინოების ქარხანა „ბაგრატიონი 1882” (სააქციო საზოგადოება), ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმო სა­ქართვე­ლო­ში. კომპანიის სახელწოდება უკავშირდება XIX ს-ში ­ქართ. შამპანური ღვინის პირველი მწარმოებლის – ი. კ. მუხრანბატონის (ბაგრატიონი) სახელს. მისმა პროდუქციამ 1882 რუსეთში გამართულ საერთაშ. გამოფენაზე მსოფლიო აღიარება და უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მოიპოვა.

XX ს. 30-იანი წლებიდან იწყება ქართ. შამპანური ღვინის ისტ. ახ. ეტაპი. 1939 თბილისში აშენდა შამპანური ღვინოების დიდი ქ-ნა, რ-მაც ხელი შეუწყო შამპანური ღვინის ფართომასშტაბიან წარმოებას. საბჭოთა კავშირში ასეთი სიმძლავრის მხო­ლოდ სამი საწარმო არსებობდა. თბილისის ქ-ნა XX ს. 70–80-იან წლებში 24 მლნ. ბოთლს უშვებდა. პროდუქცია გამოდიოდა სავაჭრო ნიშნით „Советское шампанское”, რ-იც ცნობილი იყო მთელ აღმ. ევროპაში.

1976 შეიქმნა თბილისის შამპანური ღვინოების საწარმოო გაერთიანება, რ-შიც შევიდა თბილისის შამპანური ღვინოების ქ-ნა (სათავო საწარმო), აგრეთვე გორის, სურამის, მცხეთის ღვინის ქ-ნები. მოგვიანებით აღნიშნული გაერთიანება დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლას პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. 1990 სა­ქართვე­ლო­ში 17 მლნ. ბოთლი შამპანური დამზადდა. ეს რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა და 1997-ისთვის წარმოება თითქმის გაჩერდა. 1995 ქ-ნა გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად და ეწოდა „ბაგრატიონი 1882”. 1997 ამერიკელმა ინვესტორებმა შეისყიდეს კომპანიის აქციათა დიდი ნაწილი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელები გახდნენ. ამერ. კაპიტალის დაბანდებამ ხელი შეუწყო წარმოების აღორძინებას და ახ. ბაზრების ათვისებას. ამავე პერიოდიდან დაიწყო პროდუქციის გამოსვლა სავაჭრო ნიშნით „ბაგრატიონი”, რ-ის წარმოება ერთ მლნ. ბოთლამდე ავიდა. 2006-იდან კომპანიაში მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი, მთელი საქმიანობა წარიმართა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მსოფლიო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად.

სააქციო საზ-ბა „ბაგრატიონი 1882” ამ დარგის უდიდესი საწარმოა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1953 ქ-ნას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (არქიტ. მ. შავი­შვი­ლი). ქ-ნის შენობის მიწისზედა ორსართულიან ნაწილში გამოყენებულია ქართ. ისტ. არქიტ. მოტივები. საწარმოს ეზო გადაქცეულია ლამაზ პარკად. ქ-ნა მთლიანად მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი იტალ. და გერმ. დანადგარებით. აქვს საკუთარი სანედლეულო ბაზა – სანერგე მეურნეობა და ვენახები ქართლის, კა­ხე­თისა და იმერეთის (ამ რეგიონში, კერძოდ თერჯოლაში, 2008 გაიხსნა პირველადი მეღვინეობის ქ-ნა) რეგიონებში, აგრეთვე შეისყიდის ნედლეულს მთელი საქარ­თვე­ლოს მასშტაბით, სადაც მოჰყავთ სხვა­და­სხვა ჯიშის ყურძენი – ციცქა, ჩინური, გორული მწვანე, პინო, საფერავი, თავკვერი, რქაწითელი – და ადგილობრივ ამზადებს ღვინომასალებს. საწარმოს მიერ გამოშვებული პრო­დუქციის ძირითადი სახეობებია: რეზერვუარული წესით დამზადე­ბული ცქრიალა ღვინო (1997 მიღებული ვაზისა და ღვინის კანონის თანახმად შამპანურს ეწოდა ცქრიალა ღვინო) „ბაგრატიონი კლასიკური” (ბრუტი, მშრა­ლი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი), „ბაგრატიონი ოქრო”, „ბაგრატიონი ვარდი”, „ბაგრატიონი წითელი”, „ბაგრატიონი რეზერვი” (ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი); ბოთლური წესით დამზადებული ცქრიალა ღვინო „ბაგრატიონი რეზერვი ბრუტი”, „ბაგრატიონი როზე ბრუტი”, „ბაგრატიონი ფაინესტი” და შუშხუნა ღვინო „მუხრანი”. ქ-ნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 5 მლნ. ბოთლს შეადგენს. პროდუქცია გადის შემდეგ ქვეყნებში: აშშ, რუს. ფედერაცია, უკრაინა, ლატვია, გერმანია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი, შვედეთი, იაპონია და სხვ.

1965–2013 საერთაშ. კონკურსებსა და დეგუსტაციებზე საწარმოს „ბაგრატიონი 1882” (სააქციო საზოგადოება), ცქრიალა ღვინის მწარმოებელი პირველი სპეციალიზებული საწარმო სა­ქართვე­ლო­ში. კომპანიის სახელწოდება უკავშირდება XIX ს-ში ­ქართ. შამპანური ღვინის პირველი მწარმოებლის – ი. კ. მუხრანბატონის (ბაგრატიონი) სახელს. მისმა პროდუქციამ 1882 რუსეთში გამართულ საერთაშ. გამოფენაზე მსოფლიო აღიარება და უმაღლესი ჯილდო – გრან-პრი მოიპოვა. XX ს. 30-იანი წლებიდან იწყება ქართ. შამპანური ღვინის ისტ. ახ. ეტაპი. 1939 თბილისში აშენდა შამპანური ღვინოების დიდი ქ-ნა, რ-მაც ხელი შეუწყო შამპანური ღვინის ფართომასშტაბიან წარმოებას. საბჭოთა კავშირში ასეთი სიმძლავრის მხო­ლოდ სამი საწარმო არსებობდა. თბილისის ქ-ნა XX ს. 70–80-იან წლებში 24 მლნ. ბოთლს უშვებდა. პროდუქცია გამოდიოდა სავაჭრო ნიშნით “Советское шампанское”, რ-იც ცნობილი იყო მთელ აღმ. ევროპაში. 1976 შეიქმნა თბილისის შამპანური ღვინოების საწარმოო გაერთიანება, რ-შიც შევიდა თბილისის შამპანური ღვინოების ქ-ნა (სათავო საწარმო), აგრეთვე გორის, სურამის, მცხეთის ღვინის ქ-ნები. მოგვიანებით აღნიშნული გაერთიანება დაიშალა. საბჭოთა კავშირის დაშლას პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. 1990 სა­ქართვე­ლო­ში 17 მლნ. ბოთლი შამპანური დამზადდა. ეს რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა და 1997-ისთვის წარმოება თითქმის გაჩერდა. 1995 ქ-ნა გარდაიქმნა სააქციო საზ-ბად და ეწოდა „ბაგრატიონი 1882”. 1997 ამერიკელმა ინვესტორებმა შეისყიდეს კომპანიის აქციათა დიდი ნაწილი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელები გახდნენ. ამერ. კაპიტალის დაბანდებამ ხელი შეუწყო წარმოების აღორძინებას და ახ. ბაზრების ათვისებას. ამავე პერიოდიდან დაიწყო პროდუქციის გამოსვლა სავაჭრო ნიშნით „ბაგრატიონი”, რ-ის წარმოება ერთ მლნ. ბოთლამდე ავიდა. 2006-იდან კომპანიაში მთლიანად შეიცვალა მენეჯმენტი, მთელი საქმიანობა წარიმართა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და მსოფლიო ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად. სააქციო საზ-ბა „ბაგრატიონი 1882” ამ დარგის უდიდესი საწარმოა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 1953 ქ-ნას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია (არქიტ. მ. შავი­შვი­ლი). ქ-ნის შენობის მიწისზედა ორსართულიან ნაწილში გამოყენებულია ქართ. ისტ. არქიტ. მოტივები. საწარმოს ეზო გადაქცეულია ლამაზ პარკად. ქ-ნა მთლიანად მოდერნიზებულია, აღჭურვილია უახლესი იტალ. და გერმ. დანადგარებით. აქვს საკუთარი სანედლეულო ბაზა – სანერგე მეურნეობა და ვენახები ქართლის, კა­ხე­თისა და იმერეთის (ამ რეგიონში, კერძოდ თერჯოლაში, 2008 გაიხსნა პირველადი მეღვინეობის ქ-ნა) რეგიონებში, აგრეთვე შეისყიდის ნედლეულს მთელი საქარ­თვე­ლოს მასშტაბით, სადაც მოჰყავთ სხვა­და­სხვა ჯიშის ყურძენი – ციცქა, ჩინური, გორული მწვანე, პინო, საფერავი, თავკვერი, რქაწითელი – და ადგილობრივ ამზადებს ღვინომასალებს. საწარმოს მიერ გამოშვებული პრო­დუქციის ძირითადი სახეობებია: რეზერვუარული წესით დამზადე­ბული ცქრიალა ღვინო (1997 მიღებული ვაზისა და ღვინის კანონის თანახმად შამპანურს ეწოდა ცქრიალა ღვინო) “ბაგრატიონი კლასიკური” (ბრუტი, მშრა­ლი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი), “ბაგრატიონი ოქრო”, “ბაგრატიონი ვარდი”, “ბაგრატიონი წითელი”, “ბაგრატიონი რეზერვი” (ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი); ბოთლური წესით დამზადებული ცქრიალა ღვინო “ბაგრატიონი რეზერვი ბრუტი”, “ბაგრატიონი როზე ბრუტი”, “ბაგრატიონი ფაინესტი” და შუშხუნა ღვინო “მუხრანი”. ქ-ნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 5 მლნ. ბოთლს შეადგენს. პროდუქცია გადის შემდეგ ქვეყნებში: აშშ, რუს. ფედერაცია, უკრაინა, ლატვია, გერმანია, ჩინეთი, თურქეთი, ინგლისი, შვედეთი, იაპონია და სხვ.

1965–2013 საერთაშ. კონკურსებსა და დეგუსტაციებზე საწარმოს პროდუქციას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ.: 13 ოქროს, 14 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი. 2008 წ. მარტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშ. გამოფენაზე „პროვაინ ინ დიუსელდორფ 2008” (გერმანია) “ბაგრატიონი” შეფასდა როგორც აღმოჩენა ცქრიალა ღვინის სამყაროში.

2009 წ. კომპანიაში დაინერგა სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO 22000:2005. ქ-ნაში მოქმედებს ენოთეკა, სადაც დაცულია 1990-იდან დღემდე წარმოებული საკოლექციო ნიმუშები. კომპანია ეწევა ქველმოქმედებას.

ლ. აბრამიშვილი