თედორაძე სერგო გედევანის ძე

 

ს. თედორაძე

თედორაძე სერგო გედევანის ძე (20. VII. 1918, სოფ. ქვაბღა, ახლანდ. ჩოხატაურის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტი, – 22. IV. 1995, სოფ. ახალუბანი, ახლანდ. მცხეთის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტი), სწავლული აგრონომი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1986), სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1947 დაამთავრა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონომიული ფაკ-ტი. 1970-იდან იყო სა­ქარ­თვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სელექცია-გენეტიკის განყ-ბის გამგე, 1975-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–92 იყო ამიერკავკ. სელექციური ცენტრის მეცნ. ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით სა­ქართვე­ლო­ში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. თ-მ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სას.-სამ. კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექცია-გენეტიკაში. მიღებული აქვს სა­ხელმ­წი­ფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

გ. ქველაძე