თევდორაძე ოთარ ლავრენტის ძე

ო. თევდორაძე

თევდორაძე ოთარ ლავრენტის ძე (1. V. 1923, თბილისი, – 21. VIII. 1983, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1982) და აფხ. არ-ის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1963). 1949 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯი­შვი­ლის სახ. სა­ხელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1957–61 იყო თბილ. I სამუს. სასწავლებლის დირექტორი. ნაწარმოებები: ოპერები – „ლეგენდა თბილისზე” (დაიდგა 1958) და სინათლე და ჩრდილი” (1970) სამი სიმფონია (1964, 1965, 1969); სიმფ. პოემა „რუსთავი” (1948), „ქარ­თუ­ლი სიუიტა” (1958), გმირულ-ფანფარული ხასიათის „საზეიმო უვერტიურა” სიმფ. ორკესტრისათვის (1961, II რედ. 1972), საფორტეპიანო კონცერტი N2 (1973), ოპერეტა „შვეიკი მიდის ომში” (1967). პოპულარობა მოიპოვა თ-ის სიმღერებმა (300-ზე მეტი), რ-თაგან განსაკუთრებით გამოირჩევა „ძვე­ლი თბილისური”, „დედა”, „მეგობარს”, „შენ საქართველო გქვია”. თ. სიმღერათა რესპუბლი­კური და ყოფილი ­საკავშ. კონკურსების ლაურეატია.