ა, ქართ. ანბანის პირველი ასო; მისი სახელია „ანი“; გრაფ. სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის არალაბიალიზებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ, ნუსხურში - ⴀ, ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ერთს (1) (იხ. ცხრილი). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება. ა-ს გრაფ. განვითარება ცხრილში წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფ. ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.