„აბა, თინა“, ძვ. ქართული ხალხ. სატრფიალო-სახუმარო სიმღერა. ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს თვალსაჩინო ნიმუში. სრულდება უმთავრესად გიტარის თანხლებით სამ ხმაში. ჩაიწერა დ. არაყიშვილმა. შესულია კრებულში „ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა“, ოდნავ განსხვავებული ტექსტით („ნინა, ნინა“) დღესაც პოპულარულია.
ლიტ.: ქართული ხალხური, ქალაქური სიმღერები, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.
ნ. ციციშვილი