გორდაძე გიორგი ნესტორის ძე

გორდაძე გიორგი ნესტორის ძე [1(13). VI. 1897, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 12. IV. 1979, თბილისი], პარაზიტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1924–25 მონაწილეობდა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში. 1941–46 განაგებდა ამიერკავკ. ფრონტის სანიტ.-ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდეგო განყ-ბას. 1946–53 იყო ს. ვირსალაძის სახ. მალარიისა და სამედ. პარაზიტოლოგიის ინ-ტის ეპიდემიოლოგიური განყ-ბის, ხოლო 1953–73 – ამავე ინ-ტის ჰელმინთოლოგიური განყ-ბის გამგე, 1973-იდან გარდაცვალებამდე – მეცნიერ-კონსულტანტი. გ. შეისწავლიდა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხებს, ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Материалы по изучению симптоматологии карликового гименолепидоза, «Медицинская паразитология и паразитарные болезни», 1940, т. 9, в. 5.