გორდეზიანი ბენიამინ (ბენო) პავლეს ძე (13. III. 1894, სოფ. საკაო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 22. VII. 1975, თბილისი), მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1950). თბილისის სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ში. დაამთავრა წიგნის გაფორმების უმაღლესი კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომც. „სახელგამის" საქმეთა მმართველად, მხატვარ-რედაქტორად, მთ. მხატვრად, სახვ. ხელოვნების განყ-ბის გამგედ. ხელმძღვანელობდა ქართ. შრიფტის ექსპერ. ლაბორატორიას (1947–73). არჩეული იყო თავისსავე თაოსნობით შექმნილი ქართ. შრიფტის კომიტეტის პ/ მგ მდივნად. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართ. საშრიფტო წარმოების შემდგომი განვითარება. შექმნა მრავალი ახ. სახეობის ქართ. შრიფტი („მკაფიო", „გორდეზიანი" და სხვ.), გამოსცა თეორ. ნაშრომები: „ქართული მხედრული შრიფტი" (1955), „ქართული სასტამბო შრიფტები" (1961), „ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი-კატალოგი" (1965), „პოლიგრაფიული შრიფტები" (1970). გ. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტ. და ხელოვნების სფეროში. იყო საქართვ. ფუტურისტული მიმდინარეობისა და ჟურნ. „H2SO4"-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. ავტორია საყურადღებო მონოგრაფიებისა: „ნიკო ფიროსმანაშვილი" (1930), „გრიგოლ ტატიშვილი" (1957), „იოსებ შარლემანი" (ქართ. ენაზე – 1955, რუს. ენაზე – 1958), „დავით ქუთათელაძე" (1959, რუს. ენაზე), после „ქართული გრაფიკა" (ქართ. ენაზე – 1959, რუს. ენაზე – 1963), „ივანე ვეფხვაძე" (1976). საერთაშ. აღიარება პოვა გ-ის მონოგრაფიამ „ზიჩი საქართველოში" (1966, II გამოცემა). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. ხერხეულიძე