აბაშიძე-წერეთელი ქეთევან, იმერეთის აჯანყების 1810 აქტიური მონაწილე, ზემო იმერეთის სარდლის ქაიხოსრო წერეთლის მეუღლე. როცა მისი ქმარი მეფე სოლომონ II-ის გვერდით იბრძოდა მეფის რუსეთის მხედრობის წინააღმდეგ იმერეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, ა.-წ. მოდინახეს ციხის გარნიზონს ედგა სათავეში. მან ციხე მხოლოდ მაშინ დაუთმო მტერს, როცა სოლომონი და მისი მომხრეები იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.
ლიტ.: ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ო. სოსელია