აბას-მირზა (26. VIII. 1789 – 25. X. 1833), ირანის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ფათალი-შაჰის ძე და მემკვიდრე, აზერბ. ბეგლარბეგი. ირან. სახელმწ. საქმეებისა და საგარეო პოლიტიკის ფაქტობრივი გამგებელი. სამხრ. კავკასიიდან რუსეთის განდევნისათვის ბრძოლის მოთავე. ირან. ჯარის სარდალი რუს.-ირან. პირველი (1804–13) და მეორე (1826–28), ირან-ოსმ. (1821–23) ომების დროს. სცადა ირან. ჯარის ევრ. წესზე რეორგანიზაცია. ა-მ-მ მჭიდრო კავშირი დაამყარა საქართველოს რუსეთთან შეერთებით უკმაყოფილო ქართვ. ფეოდალებთან, რ-თა ერთი ნაწილი თავრიზში მის კარზე იმყოფებოდა (ალექსანდრე, თეიმურაზ ბატონიშვილები და სხვ.). 1828 იძულებული გახდა ხელი მოეწერა რუსეთთან თურქმანჩაის ზავზე და ეცნო სამხრ. კავკასიაში ირან. სამფლობელოების დაკარგვა.
ლიტ.: შ ა რ ა შ ე ნ ი ძ ე ზ., ირანის შინაპოლიტიკური ვითარება და საგარეო ურთიერთობანი XIX ს. დასაწყისში, თბ., 1984.
დ. კაციტაძე