აბაღა-ხანი

აბაღა-ხანი (1234–82), ირანის მონღოლი გამგებელი (1265–82) ჰულაგუიანების დინასტიისა. მისი გამგებლობის წლებში გრძელდებოდა ოქროს ურდოსთან ბრძოლა, რ-ის ასპარეზი სამხრ. კავკ. ქვეყნები იყო. ჩრდ. საზღვრის (დარუბანდი) დაცვის მიზნით შირვანში სიბაზე მუდმივად მორიგეობდნენ მონღ. და ქართვ. მეომრები. ა.-ხ-ს მტრული ურთიერთობა ჰქონდა აგრეთვე ჩაღათას ულუსთან. ა.-ხ-ის რამდენიმე მარცხიან ლაშქრობაში ეგვ. მამლუქების წინააღმდეგ ქართველთა რაზმებიც მონაწილეობდნენ. მამლუქებთან ერთობლივი ბრძოლის მიზნით ა-ხ-მა ურთიერთობა დაამყარა რომის პაპთან და დას. ევრ. სახელმწიფოებთან.

წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ. ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, ნაწ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად).

რ. კიკნაძე