აბაშიძე ანდრო ბესარიონის ძე

აბაშიძე ანდრო ბესარიონის ძე ( 19. XII. 1907, ხონი, – 27. I. 1976, თბილისი), საქართვ. დამსახურებული ექიმი (1964), ჩრდილოეთის ექსპედიციების მონაწილე. 1931 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1931–32 ექიმად მუშაობდა თეთრი ზღვის ექსპედიციაში ყინულმჭრელ „რუსანოვზე“, 1932–34 – ჩრდ.-აღმ. პოლარულ ექსპედიციაში ყინულმჭრელ „ფ. ლიტკეზე“. მონაწილეობდა ჩელიუსკინელთა გადამრჩენი ჯგუფის მუშაობაში. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართვ. გეოგრ. საზ-ბის დავალებასაც, შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა. 1934-იდან მუშაობდა თბილისის I საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყ-ბაში, იყო მარნეულის რ-ნული საავადმყოფოს მთ. ქირურგი, თბილ. I საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგ. განყ-ბის გამგე. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. ა. არის სამეცნ. შრომების ავტორი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ი ა ძ ე   მ., მ ე გ რ ე ლ ი ძ ე   შ., ქართველი ექიმები ჩრდილოეთის ექსპედიციებში, თბ., 1987.