აბაშიძე გოჩა ალექსანდრეს ძე

აბაშიძე გოჩა ალექსანდრეს ძე (25. V. 1937, თბილისი, – 8. X. 1961, იქვე), კინომსახიობი. დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1961). კინოში შესრულებული აქვს როლები: დათო („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1954), ბადრი („ცისკარა“, რეჟ. ს. ჭელიძე, 1955), თედო („ჩრდილი გზაზე“, რეჟ. დ. რონდელი, 1956), ვაჟა („ჩვენი ეზო“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1956), მანუჩა („მაია წყნეთელი“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1959), ელგუჯა („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, რეჟ კ. პიპინაშვილი, 1959), გაბრო („გლახის ნაამბობი“, რეჟ. ლ. ესაკია, 1961). ამ ფილმებში მან სრულიად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახეები შექმნა, რ-ებმაც აშკარა გახადა მისი მდიდარი შემოქმედებითი პალიტრა. გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით; თავადაც წერდა ლექსებს.

ა. გვენცაძე