აბაშიძე გრიგოლ ივანეს ძე (XIX ს. 20-იანი წლები. სოფ. ჯოყოეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 1890-ის შემდეგ, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1878). 1866-იდან მსახურობდა კავკ. არმიის კავალერიაში, მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) და რუსეთ-ოსმ. (1877–78) ომებში. ერთხანს მუშაობდა ქუთაისის სამხ. ჰოსპიტ. უფროსად. 1878 მაისიდან ასრულებდა თბილ. გუბერნიის სამხ. უფროსის მოვალეობას. 1879-იდან ქუთ. გუბერნიის სამხ. გუბერნატორი იყო.
მ. გოგიტიძე