აბაშიძე დავით

აბაშიძე დავით (გ. დაახლ. 1821). იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. II ნახევარში. სოლომონ I-ის სახლთუხუცესი, ძმა მაქსიმე კათალიკოსისა. 1778 მეთაურობდა სოლომონ I-ის წინააღმდეგ მოწყობილ თავადთა შეთქმულებას. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ სოლომონმა სახლთუხუცესობიდან გადააყენა, ყმა-მამული ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. ა-მ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი.

ლიტ.: ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე  შ., იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1961, ტ. 3; ს ო ს ე ლ ი ა  ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია