აბაშიძე-ფინეზიშვილი ნიკოლოზ როსტომის ძე იმერეთის აჯანყების (1819–20) მონაწილე. 1819 ფარულად გაემგზავრა ახალციხეში და აჯანყებულთათვის საჭირო თოფ-იარაღი ჩაიტანა. 1820 თავი შეაფარა გურიას და მონაწილეობა მიიღო პოლკ. პუზირევსკის რაზმთან შეტაკებაში. შემდეგ ახალციხეში გაიხიზნა. რუსეთის მთავრობამ მამული ჩამოართვა, მისი ოჯახი კი რუსეთში გადაასახლა.
ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973; М а х а р а д з е Н. В., Востание в Империи 1819–1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.
ო. სოსელია