აბდუშელიშვილი რუსუდან გრიგოლის ასული

აბდუშელიშვილი რუსუდან გრიგოლის ასული (10. IX. 1927, თბილისი, – 12. III. 1992, იქვე), ჰემატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1985), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). 1948 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1960–64 განაგებდა აკად. გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ექსპერ. ლევკოზის ლაბორატორიას, 1965–80 – ამავე ინ-ტის ლევკოზის ციტომორფოლ. და ციტოგენეტიკის ლაბორატორიას, ხოლო 1980–84 – ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობათა ციტოპათოლ. და ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიას. 1985-იდან ამავე ინ-ტის ჰემატოლოგიის განყ-ბის ხელმძღვანელია. ა. იკვლევდა ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და ეპიდემიოლოგიას, ლევკოზის განვითარების რისკ-ფაქტორებს, აგრეთვე კლინიკურ-ციტომორფოლ. დიაგნოსტიკის, ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტ. საკითხებს.

თხზ.: Острый лейкоз и некоторые вопросы предлейкозных состояний, Тб., 1977; Цитоморфология клеток и патология митоза при остром лейкозе и предлейкозных состояниях, Тб.,1983.