აბესალმა კლდელი, მშენებელი ოსტატი, მოხსენიებულია სოფ. ფორთის (ისტ. კლარჯეთი, ამჟამად თურქ. ტერიტორია) სამრეკლოს ასომთავრულ წარწერაში. წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ხასიათის მიხედვით, სამრეკლო შეიძლება დათარიღდეს XIII – XIV სს-ით. იხ. ფორთის ტაძარი.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.