აბილილი

აბილილი, დილის ყვავილი (Ipomoea purpurea), ერთწლოვანი დეკორ. მცენარე ხვართქლასებრთა ოჯახისა.

ა-ის სამშობლოა ამერიკა. ჩვენში მოშენებულია ბაღებსა და პარკებში. ლურჯი, სოსანი ან წითელი გვირგვინი აქვს; ხვიარა ღეროებითა და დიდი ძაბრისებრი ყვავილებით წააგავს ხვართქლასა (Convolvulus) და დიდ ხვართქლას (Calystegia), რ-ებიც ძველად საქართველოში ასევე ა-ის სახელით იყო ცნობილი. ა. იხმარებოდა ქართ. ხალხ. მედიცინაში.