Twitter
Facebook
Whatsapp
აბლარი, ნასოფლარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. კარტიკამის ახლოს.
„გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული) იხსენიება აბის სახელწოდებით. ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს აღწერის დროს ა. უკვე დაცარიელებული ყოფილა.
ი. სიხარულიძე