აბორბადი

აბორბადი, მიტოვებული სალოცავების მცველი და სახატო წესების შემსრულებელი თუშეთში (წოვათაში).

აბორბადობა დამკვიდრდა მას შემდეგ, რაც წოვა თუშები ალვანში გადასახლდნენ (XIX ს. 30-იანი წლები).

ა-ს თემები მორიგეობით ირჩევდნენ.