აბრაჰამ ერევანცი, ერევნელი, XVIII ს. I ნახ. სომეხი ისტორიკოსი.
მის „1721– 1736 წლების ომების ისტორიაში“ აღწერილია ირან-ავღანეთის, ირან-ოსმ. ომები, თურქთა შემოსევა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1724 და ერევნის აღება.
არის ცნობები საქართველოზეც, კერძოდ, ლეკებისა და თურქებისაგან მცხეთის აღებაზე, ვახტანგ VI-ზე და სხვ. ა. ე-ის ცნობები სანდო და მნიშვნელოვანი წყაროა სამხრთ. კავკ. და ირანის ისტ. შესწავლისათვის.
თხზ.: История войн 1721–1736 гг., пер. с арм., Ер., 1939.
ლიტ.: მ ე ლ ი ქ ს ე თ-ბ ე გ ი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941.
ლ.-ნ. ჯანაშია