აბუდელაურის მყინვარი

აბუდელაურის მყინვარი, მყინვარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში, ჭაუხის მასივის ჩრდ.-აღმ. კალთაზე.

სიგრძე 1,8 კმ, ფართ. 0,7 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზ.დ. 2900 მ-მდე. მყინვარის ზემოქმედების გეომორფოლ. ნიშნები კარგად არის გამოხატული ცირკების, კარების, მორენების სახით. ა. მ-იდან გამოედინება მდ. აბუდელაური (როშკისწყლის მარჯვ. შენაკადი, ხევსურეთის არაგვის აუზი).