აბულაძე ალექსანდრე სერგის ძე [25. XII. 1898 (6. I. 1899), სოფ. ჩხარი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 24. I. 1971, თბილისი], ბიოქიმიკოსი. მედ. მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1939), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966).
1928 დაამთავრა თსუ-ის ქიმ.-ფარმაცევტული ფაკ-ტი, 1931 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1937–48 იყო თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიური ინ-ტის ბიოქიმ. კათედრის პროფესორი, 1950–71 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბიოქიმ. განყ-ბის ხელმძღვანელი. იკვლევდა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებს.
თხზ.: ბიოლოგიური ქიმიის პრაქტიკუმი, თბ., 1948 (თანაავტ. ივლ. ფაილოძე).