აბულაძე თენგიზ ესტატეს ძე

აბულაძე თენგიზ ესტატეს ძე (დ. 29. VII. 1953, თბილისი), გენერალ-მაიორი (2003).

1975 დაამთავრა საქართვ. ტექნიკური უნ-ტის მექანიკა-მანქანათმშ. ფაკ-ტი. 1977–91 მუშაობდა ხელმძღვ. თანამდებობებაზე საქ. ალკკ. და საქ. კპ სისტემაში, 1991–92 იყო კორპორაცია „საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, 1992–95 – საქართველო-საბერძნეთის ერთობლივი საწარმო „ელადის“ დირექტორი, 1996–97 – საქართვ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1997 ა-ს მიენიჭა „საბაჟო სამსახურის სახელმწ. მრჩევლის სპეც. წოდება“.

1997–98 იყო საბაჟო დეპარტამენტის თავ-რე 1998-იდან საქართვ. სახელმწ. საზღვრის დაცვის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე. იყო საქართვ. ცხენოსნობის და თანამედროვე ხუთჭიდის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი.

ლ. დოლიძე