აბულაძე ცისანა ალექსანდრეს ასული (დ. 16. VI. 1933, ქუთაისი), თურქოლოგი, ისტორიულ მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1991).
დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1956). ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის თურქოლოგიის კათედრის გამგე (1995–2005), ამავე უნ-ტის თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი (2014-იდან).
კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1958-იდან). მუშაობს საქართვ. ისტ. ოსმალურ. წყაროებზე. იკვლევს სტამბოლსა და იერუსალიმში დაცულ წმ. მიწის ქართ., სამონასტრო თემის ისტორიის XVI–XVIII სს. ოსმ. საბუთებს და აქვეყნებს ქართ. თურქ., ინგლ. და რუს. ენებზე. ავტორია წიგნებისა: „სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის სიტყვანის თურქული თარგმანები“ (1968), „ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი“ (1969, თანაავტორები: რ. გვარამია, მ. მამაცაშვილი), თურქულენოვან ხელნაწერთა კატალოგი (2004, თანაავტორი მ. ილურიძე), გურჯიზადე, „თბილისის დაპყრობის წიგნი“ თურქული ტექსტი ქართ. თარგმანით და გამოკვლევით, 1979, თანაავტორი მ. სვანიძე, რ-იც დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის პრემიით, „თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის“ (1983), „საქართველოს ისტორიის XV–XVIII სს. ოსმალური დოკუმენტური და ნარატიული წყაროები“ (რუსულ ენაზე 1989), მოხატული ისტ. დოკუმენტები საქართვ. სიძველეთსაცავებიდან (თანაავტორები: დ. კლდიაშვილი, თ. აბულაძე, ზ. სიხარულიძე, ი. კოშორიძე, 2011).
მ. ჯიქია