აბულეთისძე ძაგან, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XIII ს. შუა წლებში, კახეთის თეძმის პატრონი. ძე ერისთავთ-ერისთავ ივანე აბულეთისძისა.
ჰყავდა შვილები ივანე და ლიპარიტი, შვილიშვილი – ყარა-ბუღა, ბიძა გიორგი და ბიძაშვილი ივანე. 1258 მონაწილეობდა ბაღდადზე მონღოლთა ლაშქრობაში, საიდანაც დიდი ნადავლით დაბრუნდა. ნადავლის ნაწილით იყიდა სოფ. ანგროინი და შიომღვიმის მონასტერს შესწირა, სადაც შეიქმნა მისი სამწირველო.
წყარო: 1259 წ. დაწერილი ძაგან აბულეთისძისა მღვიმისადმი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, [ტ.] 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984.
ნ. შოშიაშვილი