აბუსერისძე აბუსერ

აბუსერისძე აბუსერ, XI ს. შუა წლების საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ძე იოანე აბუსერისძისა (გრიგოლ აბუსერისძის მამა).

არტანუჯის ერისთავი, ხიხათა (აჭარაში), აწყურისა და ციხისჯვრის ციხეთა პატრონი (მფლობელი). 1045 მარიამ დედოფალმა საგამგებლოდ ჩააბარა ქ. ანისი. ა. აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატ IV-ს ლიპარიტ ბაღვაშთან შინაომში. ა. და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რ-იც ბაგრატ IV-ს ჰყავდა დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ სასირეთის ჭალაში (შიდა ქართლი) მეფესა და ლიპარიტს შორის მომხდარი შეტაკებისას ა. კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტ. წყაროებში აღარ იხსენიება.

ლიტ. იხ. სტ-თან აბუსერისძენი.

ნ. შოშიაშვილი