გორის განძი, XV საუკუნის ქართული მონეტების განძი; დაკნინებული მასის დაახლ. 10000 ცალი ბილონური მონეტა (დაბალსინჯიანი სპილენძის მონეტა). აღმოჩნდა ქ. გორში 1935. გ. გ-ის აღმოჩენით ცნობილი გახდა XV ს. ქართვ. მეფეთა და ცალკეულ ფეოდალთა მიერ მოჭრილი მონეტების უმრავლესობა და მოხდა მათი ზუსტი განსაზღვრა. განძი ჩაფლულია XV ს. ბოლო მეოთხედში.
ლიტ.: დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; კაპანაძე დ., XV საუკუნის ქართული ფულის გორის განძი, « საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; მ ი ს ი ვ ე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969.
გ. დუნდუა