აგეფსთის უღელტეხილი

აგეფსთის უღელტეხილი, უღელტეხილი გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხ. კავკასიონის მთავარ ქედზე, მთა აგეფსთის დას-ით 2,5 კმ-ზე. ზ. დ. 2604 მ.

აგებულია პალეოზოური კრისტ. ქანებით, დამახასიათებელია სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტები. საცალფეხო გზით აკავშირებს მდ-ების აგეფსთისა და მზიმთის ხეობებს.