აგიდელა, აგიდელი, ძვ. ქართული ხალხური შრომის სიმღერა.
გავრცელებული იყო დას. საქართველოში (გურიასა და იმერეთში). დაკავშირებულია ყურძნის კრეფასთან. სიმღერის სახელწოდება მომდინარეობს ყურძნის საკრეფი კალათის – გიდელის სახელწოდებიდან. ა. აგებულებით წააგავს ნადურ სიმღერებს (ნელი და ჩქარი ნაწილების მონაცვლეობა). სიმღერა სამხმიანია, ეყრდნობა მრავალხმიანობის პოლიფონიურ და ოსტინატურ ტიპებს.
ი. ჟორდანია