აგიტსატირის თეატრი, საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაარსებული პირველი თეატრი (რუს. და ქართ. დასი).
გაიხსნა 1921 ახლანდ. თბილ. პანტომიმის სახელმწ. თეატრის შენობაში (რუს. დასის პირველი წარმოდგენა შედგა 14 აპრილს, ქართულის – 4 მაისს). თეატრის რეპერტუარში შედიოდა რევ. შინაარსის სააგიტაციო და სატირული ნაწარმოებები. ქართ. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მ. ჭიაურელი, რეჟისორები – ვ. გუნია და ა. წუწუნავა, მსახიობები – ტ. აბაშიძე, ი. ზარდალიშვილი, ე. ჩერქეზიშვილი, თ. ჭავჭავაძე, ვ. გუნია და სხვ. რუს. დასის რეჟისორები იყვნენ ვ. ბრიანსკი და ვ. ვოლსკი, სალიტ. ნაწილის გამგე – ს. ბოგდატიევი, მუს. ნაწილისა – დ. არაყიშვილი, მხატვარი – ნ. ანდრეევი.
თეატრმა მუშაობა შეწყვიტა 1921 ზაფხულში.
შ. ცუცქირიძე