აგრბა ვლადიმერ ვასილის ძე [5 (18). VI. 1912, სოფ. მუგუძირხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპ., – 15. XII. 1937], აფხაზი მწერალი.
დაამთავრა მოსკ. ჟურნალისტიკის ინ-ტი (1933). 1934–37 ხელმძღვანელ კომკავშირულ და პარტ. სამუშაოზე იყო აფხაზეთში. ა-ს პირველი პიესაა „ქარს დათესავ, ქარიშხალს მოიმკი“ (1928). ძირითადი ნაწარმოებია «კოლმეურნეობა „წინსვლის“ დაბადება» (1931). მისი ისტ. დრამა „სისხლიანი გზა“ (1931) ასახავს აფხ. ხალხის ბრძოლას ადგილ. ფეოდალთა და მეფის მოხელეთა წინააღმდეგ XIX ს. II ნახევარში. ს. ჭანბასთან ერთად დაწერა პიესა „გამარჯვება“ (1932).
ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა (მოკლე ნარკვევი), თბ., 1975.